ირა­ნის და და­სავ­ლე­თის და­პი­რის­პი­რე­ბა

ან­ტი­კუ­რი სა­ბერ­ძნე­თის ქა­ლაქ-სა­ხელ­მწი­ფოს, მე­ლო­სის გა­ნად­გუ­რე­ბის წინ ათე­ნე­ლებ­მა ელ­ჩე­ბი მი­ავ­ლი­ნეს  მო­ლა­პა­რა­კე­ბის მიზ­ნით. ქა­ლა­ქის დი­დე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­შე გა­მოს­ვლი­სას ელ­ჩებ­მა გა­ნაც­ხა­დეს, რო­დე­საც ომის და მშვი­დო­ე­ბის სა­კით­ხებს „პრაქ­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის სტან­დარ­ტი იძუ­ლე­ბის უნა­რის თა­ნა­ფარ­დო­ბა­ზეა  და­მო­კი­დე­ბუ­ლი და რომ ძლი­ე­რე­ბი აკე­თე­ბენ იმას, რი­სი გა­კე­თე­ბაც ძა­ლუძთ, ხო­ლო სუს­ტე­ბი კი იმის გა­კე­თე­ბას თან­ხმდე­ბი­ან, რა­ზეც უა­რის თქმა არ შე­უძ­ლი­ათ“[1].
 აშშ რე­გი­ონ­ში დო­მი­ნან­ტი ძა­ლა. რი­სი გა­კე­თე­ბა შა­უძ­ლია მას?  რის გა­კე­თე­ბა­ზე უნ­და და­თან­ხმდეს ირა­ნი? რა სცე­ნა­რი შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს? სა­ნამ ამ კით­ხვებს გავ­ცემთ პა­სუხს, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, რა სურთ მხა­რე­ებს და რა ვი­თა­რე­ბაა რე­გი­ონ­ში.
   ირა­ნი ცდი­ლობს გა­ა­ფარ­თო­ოს რე­გი­ონ­ში თა­ვი­სი გავ­ლე­ნა. მი­სი ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მაც ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ასე­ვე თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მი­სი ენერ­გო რე­სურ­სე­ბის მა­რა­გებს,  შეგ­ვიძ­ლია და­ვას­კვნათ, რომ ირა­ნი მთელ რე­გი­ონ­ში ერთ-ერ­თი გავ­ლე­ნი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო გახ­დე­ბა. ეს არის მი­სი რე­ლი­გი­ურ-ნა­ცო­ნა­ლის­ტუ­რად გან­წყო­ბი­ლი ელი­ტის მი­ზა­ნიც.
   ჯ. მარ­შა­ი­მე­რი თა­ვის ნაშ­რომ­ში „ანარ­ქია და ბრძო­ლა ძა­ლა­უფ­ლე­ბით­ვის“ აღ­ნიშ­ნავს: „მე ვამ­ტკი­ცებ, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ყო­ველ­თვის ეძე­ბენ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მე­ტო­ქე­ზე უპი­რა­ტე­სო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, ხო­ლო მა­თი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი ჰე­გე­მო­ნო­ბაა. ეს პერ­სპექ­ტი­ვა არ გა­ნი­ხი­ლავს სა­ხელ­მწი­ფო­ებს, რომ­ლებ­საც სტა­ტუს-კვოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სურთ, იმ უც­ნა­უ­რი შემ­თხვე­ვის გა­მოკ­ლე­ბით, რო­ცა ასე­თი სა­ხელ­მწი­ფო დო­მი­ნან­ტია. რე­ა­ლუ­რად სის­ტე­მა შედ­გე­ბა დი­დი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­სა­გან, რო­მელ­თა მოქ­მე­დე­ბის ძი­რი­თა­დი მო­ტი­ვა­ცია რე­ვი­ზი­ო­ნის­ტუ­ლი ზრახ­ვე­ბია.“[2]  ირა­ნის ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა შე­ი­ცავს ამ „უც­ნა­ურ“ შემ­თხვე­ვას, რო­მელ­ზეც ჯერ­ვი­სი სა­უბ­რობს. ხო­ლო დი­დი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მხრი­დან კი აშ­კა­რაა რე­ვი­ზი­ო­ნიზ­მი. ხო­ლო ამე­რი­კის დო­მი­ნანტ ძა­ლას სურს ჰე­გე­მო­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რე­გი­ონ­ში. აშშ და მი­სი და­სავ­ლე­ლი პარ­ტნი­ო­რე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დის, რომ ირან­მა შექ­მნას ბირ­თვუ­ლი  ბომ­ბი. „მე­ტიც არ სურთ იხი­ლონ ირა­ნი დო­მი­ნანტ კონ­ვე­ცი­ურ ძა­ლად, რომ­ლის გავ­ლე­ნაც ძირს გა­მო­უთ­ხრის სა­უ­დის არა­ბე­თის გავ­ლე­ნას.  მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა  ირანს ექ­ნე­ბა თუ არა ბირ­თვუ­ლი ბომ­ბი, აშშ-მ უნ­და და­იც­ვას თა­ვი­სი სა­უ­დე­ლი პარ­ტნი­ო­რე­ბი და შე­ა­კა­ვოს ირა­ნი. მა­გა­რამ პრობ­ლე­მა არის ის,  რომ ირა­ნის გავ­ლე­ნა ჯერ სი­რი­ა­შიც კი არ არის შე­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ სი­რი­ა­შიც რომ მო­ი­თო­კოს მი­სი გავ­ლე­ნა, მას ვერ მო­თო­კა­ვენ  ერაყ­ში. ირა­ნი ამ შე­კა­ვე­ბის პო­ლი­ტი­კი­დან და­მა­ჯე­რე­ბე­ლი სა­ხით გა­მო­ვი­და,  ამი­ტო­მაც  მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს სა­უ­დის არა­ბეთ­ზე ძალ­ზე  დი­დია.“[3]
ამე­რი­კა ირა­ნის და­პი­რის­პი­რე­ბის ამ ფონ­ზე ევ­რო­კავ­შირ­მა მი­ი­ღო სან­ქცი­ე­ბი ირა­ნის ნავ­თო­ბის იმ­პორ­ტის აკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ამოქ­მედ­დე­ბა პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან. ასე­ვე სან­ქცი­ე­ბი შე­ე­ხე­ბა ირა­ნის ცენ­ტრა­ლურ ბან­კსა და ნავ­თობ­ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ექ­სპორ­ტსაც.  ირა­ნი სან­ქცი­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იმუქ­რე­ბა, რომ გა­და­კე­ტავს ორ­მუ­ზის ყუ­რეს, რო­მელ­შიც მსოფ­ლიო ნავ­თო­ბის 1/5-ის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა ხდე­ბა.  „ევ­რო­კავ­ში­რი აც­ხა­დებს, რომ გა­აგ­რძე­ლებს ორ­მაგ მიდ­გო­მას ირა­ნი­სად­მი. ერ­თი მხრივ, სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა და მე­ო­რე მხრივ, ირანს მო­უ­წო­დებს დაჯ­დეს მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან. ევ­რო­კავ­ში­რის ქმე­დე­ბე­ბი დრო­ში ემ­თხვე­ვა ამე­რი­კის მხრი­დან ჩი­ნეთ­ზე, ინ­დო­ეთ­ზე და სხვა აზი­ურ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე დიპ­ლო­მა­ტი­ურ ზე­წო­ლას, ირა­ნუ­ლი ნავ­თო­ბის იმ­პორ­ტის შეზ­ღუდ­ვის მიზ­ნით. მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ძა­ლის­ხმე­ვი­სა, ჩი­ნე­თი და სხვა ქვეყ­ნე­ბი აც­ხა­დე­ბენ, რომ მათ სურთ ირა­ნუ­ლი ნავ­თო­ბის იმ­პორ­ტი.“[4]
ჩი­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ირან­ზე  ზე­წო­ლა და სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა არ არის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი მიდ­გო­მა. ჩი­ნეთ­მა შე­საძ­ლოა სარ­გე­ბე­ლიც კი ნა­ხოს ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მის ირ­გვლივ ირა­ნი­სა და და­სავ­ლე­თის და­პი­რის­პი­რე­ბით.  იგი გახ­ლავთ ირა­ნუ­ლი ნედ­ლე­უ­ლის ერთ-ერ­თი მსხვი­ლი გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი.  ბუ­ნებ­რი­ვია, და­სავ­ლე­თის მხრი­დან სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩი­ნე­თის­თვის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი იქ­მნე­ბა, მას სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა ფა­სის და­წე­ვის და მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბის შე­ძე­ნის. აშშ ენერ­გე­ტი­კუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით  ჩი­ნე­თი ირა­ნის ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტის 22 % ყი­დუ­ლობს.[5] ჩი­ნე­თის მხრი­დან მსგავ­სი პო­ლი­ტი­კა არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რად­გან იგი სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დროს ხელ­მძღვა­ნე­ლობს არა იდე­ო­ლო­გი­უ­რი მო­ტი­ვე­ბით, არა­მედ პრაგ­მა­ტუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბით.
  ჩე­მი აზ­რით, ირა­ნის ირ­გვლივ შექ­მნი­ლი კრი­ზი­სი, ხელს აძ­ლევს დიდ სა­ხელ­მწი­ფო­ებს, ჩი­ნეთს და რუ­სეთს მო­ახ­დი­ნონ რე­ვი­ზია ამე­რი­კი­სა  და თა­ვი­ან­თი გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის.  ირა­ნის კონ­ფლიქ­ტის გა­დაჭ­რას მოჰ­ყვე­ბა ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რი­გი რე­გი­ონ­ში. ჩე­მი ვა­რა­უ­დით, ირა­ნის ირ­გვლივ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს სცე­ნა­რე­ბი რა­მო­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით. მაგ­რამ, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვლე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად.  ეს ვა­რა­უ­დი ემ­ყა­რე­ბა იმის დაშ­ვე­ბას, რომ ირა­ნი მარ­თლაც ახ­ლოს არის ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის დამ­ზა­დე­ბას­თან. იმ  შემ­თხვე­ვა­ში, თუ ირა­ნი მო­ა­ხერ­ხებს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის შექ­მნას, მა­შინ იგი ხდე­ბა რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო, ძლი­ე­რი კონ­ვენ­ცი­უ­რი არ­მი­ით, ენერ­გო­რე­სურ­სე­ბით და აშ­კა­რა ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კით. იგი საფ­რთხეა ამე­რი­კის­თვის და მი­სი მო­კავ­ში­რე­ე­ბის­თვის რე­გი­ონ­ში, ამი­ტომ ამე­რი­კის შე­ერ­თბე­უ­ლი შტა­ტე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლია არ და­უშ­ვას ირა­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბა. ემ­ბარ­გოს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სრუ­ლად ვერ ხერ­ხდე­ბა, ჩი­ნე­თი­სა და ინ­დო­ე­თის პო­ზი­ცი­ის გა­მო. მა­თი ეს პო­ზი­ცია ნა­კარ­ნა­ხე­ვია ამ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან და ასე­ვე მა­თი რე­ვი­ზი­ო­ნის­ტუ­ლი მიდ­გო­მე­ბი­დან. ამ შემ­თხვე­ვა­ში აშშ იძუ­ლე­ბუ­ლია ყვე­ლა ღო­ნეს მი­მარ­თოს, რა­თა ირან­მა ვერ მო­ა­ხერ­ხოს ატო­მუ­რი ბომ­ბის შექ­მნა.  შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დღეს ჩვენ ამ პრო­ცესს ვა­დევ­ნებთ თვალ­ყურს. კერ­ძოდ, იგი ცდი­ლობს, ერ­თი მხრივ, თა­ვი­სი პარ­ტნი­ო­რე­ბი და დი­დი მო­თა­მა­შე­ე­ბი და­არ­წმუ­ნოს ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში. ხო­ლო მე­ო­რე მხრივ, ხდე­ბა ატო­მურ ობი­ექ­ტებ­ზე კი­ბერ შე­ტე­ვა და მეც­ნი­ე­რე­ბის ლიკ­ვი­და­ცია. შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი შე­იძ­ლე­ბა იყოს ბირ­თვულ ობი­ექ­ტებ­ზე სა­ჰა­ე­რო შე­ტე­ვა. ეს შე­ტე­ვაც ვერ იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი, ვი­ნა­ი­დან ირა­ნის ბირ­თვუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლია მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მი­წის ქვეშ, რაც არ­თუ­ლებს მის გა­ნად­გუ­რე­ბას. „ირა­ნის ბირ­თვულ ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე სამ­ხედ­რო იე­რიშ­მა შე­საძ­ლოა შე­ა­ფერ­ხოს პროგ­რა­მა, მაგ­რამ სა­ვა­რუ­დოდ, ხელს ვერ შე­უშ­ლის მის აღ­დგე­ნას, თუ რა­მე­ნა­ი­რად არ გა­მო­იწ­ვევს ირა­ნის მთავ­რო­ბის დამ­ხო­ბას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ძალ­ზე გან­სხვა­ვე­ბულ მმარ­თველ ჯგუფს არ მო­იყ­ვანს. სამ­ხედ­რო დარ­ტყმას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო რის­კი თან სდევს. თუ სამ­ხედ­რო გზით ირა­ნის პროგ­რა­მის შე­ფერ­ხე­ბით მო­გე­ბუ­ლი დრო შე­დე­გი­ა­ნად იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, პრე­ვენ­ცი­უ­ლი დარ­ტყმა შე­იძ­ლე­ბა მიმ­ზიდ­ვე­ლი იყოს. თუმ­ცა არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მი­ზე­ზი, ვი­ფიქ­როთ, რომ ეს ასე მოხ­დე­ბა. უფ­რო სა­პი­რის­პი­რო ვა­რი­ან­ტია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. მცი­რე ან მას­შტა­ბუ­რი შე­ტე­ვე­ბი ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სპარ­სულ ნა­ცი­ო­ნა­ლიზმს გა­აღ­ვი­ვებს და უფ­რო და­მა­ჯე­რებლს გახ­დის რე­ჟი­მის მტკი­ცე­ბას, რომ ირა­ნი­სათ­ვის და­სავ­ლე­თი საფ­რთხეა.“[6]
 რაც შე­ე­ხე­ბა ირა­ნის შიგ­ნით არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბას, სამ­წუ­ხა­როდ, და­სავ­ლეთ­მა ვერ შეძ­ლო გა­სულ წლებ­ში დი­დი საპ­რო­ტეს­ტი ტალ­ღის აგო­რე­ბა. ირან­ში არ არის „პრო-და­სავ­ლუ­რი“ პო­ლიტ­კუ­რი ძა­ლა, რო­მე­ლიც შეძ­ლებს შეც­ვა­ლოს არ­სე­ბუ­ლი რე­ჟი­მი. ამი­ტომ, რაც უფ­რო ახ­ლოს იქ­ნე­ბა ირა­ნი ბირ­თვუ­ლი ბომ­ბის შექ­მნას­თან მით უფ­რო ახ­ლოს ვიქ­ნე­ბით ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის დაწ­ყე­ბას­თან.
   აშშ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი აქ­ტო­რია. მან კარ­გად იცის რო­გორ გა­რე­მოა რე­გი­ონ­ში და ამ გა­რე­მო­ში სა­კუ­თა­რი ჰე­გე­მო­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის  მიზ­ნით სტრა­ტე­გი­უ­ლად აზ­როვ­ნებს. ის აა­ნა­ლი­ზებს ირა­ნის, სა­უ­დის არა­ბე­თის, ჩი­ნე­თის, რუ­სე­თის  და სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მიზ­ნებს. ასე­ვე, აა­ნა­ლი­ზებს თუ რა გავ­ლე­ნა შე­უძ­ლია მო­ახ­დი­ნოს მის­მა ქცე­ვამ (პრე­ვენ­ცი­უ­ლი დარ­ტყმე­ბი, ემ­ბარ­გო, ოკუ­პა­ცია)  ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ქცე­ვა­ზე და რა გავ­ლე­ნა შე­უძ­ლი­ათ მო­ახ­დი­ნონ ამ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა მის სტრა­ტე­გი­ა­ზე რე­გი­ონ­ში.  ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვლა ხდე­ბა მოკ­ლე­ვა­დი­ან და გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში. ჩი­ნე­თი და რუ­სე­თი ში­შით შე­ყუ­რე­ბენ აშშ მი­ერ ირა­ნის ოკუ­პა­ცი­ის პერ­სპექ­ტი­ვას და იქ პრო­ა­მე­რი­კუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ყა­რე­ბას. ირა­ნის ოკუ­პა­ცია და შემ­დგომ დე­მო­კარ­ტი­ზა­ცია ურ­თუ­ლე­სი ამო­ცა­ნაა. მაგ­რამ თუ ამე­რი­კას ეყო­ფა ძა­ლე­ბი და სხვა გზაც არ დარ­ჩე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ეს სცე­ნა­რი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. მი­თუ­მე­ტეს რო­ცა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი უძ­ლურ­ნი არი­ან ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნონ ირან­ზე,  რა­თა ამ უკან­სკნელ­მა უა­რი თქვა ბირ­თვუ­ლი იარ­ღის შექ­მნა­ზე.
   ამ­ჟა­მად ირა­ნის ირ­გვლივ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა სუპ­რა­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის კრი­ზის­ზე მი­უ­თი­თებს. ბი­პო­ლა­რუ­ლი სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლის შემ­დეგ ბევ­რი იმე­დოვ­ნებ­და, რომ სწო­რედ ეს სუპ­რა­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი შექ­მნი­და ახალ მსოფ­ლიო წეს­რიგს. ირა­ნის ირ­გვლივ შექ­მნი­ლი კრი­ზი­სი კი იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ სწო­რე­დაც ერი-სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი გა­მო­დი­ან ავან­სცე­ნა­ზე. ყო­ვე­ლი­ვე ეს გერ­ჰად შა­ი­ტის მი­ერ აღ­წე­რილ ვი­თა­რე­ბას წა­აგ­ვას: „თუ რო­გორ აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი ფუნ­და­მენ­ტა­ლიზ­მის რა­დი­კა­ლუ­რი კრი­ტი­კო­სე­ბი თა­ვად პო­ლი­ტი­კურ თე­ო­ლო­გე­ბად. ამ კავ­ში­რის გა­სარ­კვე­ვად კი იგი აკ­რი­ტი­კებს ერ­თგვა­რი მსოფ­ლიო სა­ხელ­მწი­ფოს რწმე­ნით ამოძ­რა­ვე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კის ცნე­ბას – ისე­თი ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი ძა­ლა­უფ­ლებ­რი­ვი სტრუქ­ტუ­რის რწმე­ნით, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია ან უკ­ვე საწ­ყი­სი სა­ხით მო­ცე­მუ­ლად, ან ნა­წი­ლობ­რივ უკ­ვე მოქ­მე­დად, ან კი­დევ ხე­ლის ერ­თი მოს­მით შე­საქ­მნე­ლად. ეს რწმე­ნა ასაზ­რო­დო­ებს პო­ლი­ტი­კის იმ ყალბ ერ­თი­ა­ნო­ბას, რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი მო­იხ­მონ ისე, რომ არც კი წუხ­დე­ბი­ან იმის გარ­კვე­ვით, თუ რას წარ­მო­ად­გენს მი­სი უზ­რუნ­ველ­მყო­ფი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა.“[7]
   სტა­ტი­ის ბო­ლოს კი კვლავ მინ­და მი­ვუბ­რუნ­დე თუ­კი­დი­დეს მე­ლო­სის დი­ა­ლოგს. მას შემ­დეგ, რაც მე­ლოს­მა უა­რი თქვა და­თან­ხმე­ბო­და იმა­ზე, რა­ზეც „უა­რის თქმა არ შე­ეძ­ლო“ – ათე­ლე­ნებ­მა ქა­ლა­ქი აი­ღეს და ყვე­ლა შეპ­ყრო­ბი­ლი სამ­ხედ­რო ასა­კის მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს და ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი კი მო­ნე­ბად გა­ყი­დეს.
  რა ელის ირანს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ უარს არ იტ­ყვის ბირ­თვულ პროგ­რა­მა­ზე,  ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, მაგ­რამ ის უდა­ვოა, რომ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის დაწ­ყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო მსხვერ­პლი დი­დი იქ­ნე­ბა,  ბირ­თვუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა გაზ­რდის  გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის რისკს, ხო­ლო დე­მოკ­რა­ტი­ის მშე­ნებ­ლო­ბა ურ­თუ­ლე­სი ამო­ცა­ნა იქ­ნე­ბა.
 გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:
 1. Thucydides, The Peloponnesian  War The Melian  dialogue(Book 5, Chapter 17) ხელ­მი­საწ­ვდო­მია შემ­დეგ ბმულ­ზე: http://www.wellesley.edu/ClassicalStudies/CLCV102/Thucydides–MelianDialogue.html, ნახ­ვის თა­რი­ღი 2012 წლის 25 იან­ვარ
[2] ჯ. მარ­შა­ი­მე­რი, ანარ­ქია და ბრძო­ლა ძა­ლა­უფ­ლე­ბით­ვის. არ­ტი და ჯერ­ვი­სი, სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, თბი­ლი­სი 2011, გვ 58.
[3]George Friedman, considering a U.S.–Iran deal, ხელ­მი­საწ­ვდო­მია შემ­დეგ ბმულ­ზე:  http://www.stratfor.com/weekly/considering-us-iranian-deal, ნახ­ვის თა­რი­ღი: 2012წლის 24 იან­ვა­რი
4. ”The Wall Street Journal“,EU Bans Imports of Iran’s Oil, Raising Pressure on Tehran. ხელ­მი­საწ­ვდო­მია შემ­დეგ ბმულ­ზე:http://online.wsj.com/article/SB10001424052970203718504577178231285985826.html?mod=WSJ_hp_MIDDLENexttoWhatsNewsForth, ნახ­ვის თა­რი­ღი 2012 წლის 24 იან­ვა­რი.
5.  bloomberg , China Gets Cheaper Iran Oil as U.S. Pays Tab for Hormuz Patrols. ხელ­მი­საწ­ვდო­მია შემ­დეგ ბმულ­ზე: http://www.bloomberg.com/news/2012-01-12/china-gets-cheaper-iran-oil-as-u-s-pays-tab-for-hormuz-patrols.html, ნახ­ვის თა­რი­ღი: 2012 წლის 12 იან­ვა­რი
6. არ­ტი და ჯერ­ვი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა, ბა­რი პო­ზე­ნი: „ირა­ნი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღით: რთუ­ლი, თუმ­ცა არა და­უძ­ლე­ვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პროგ­რა­მა“ ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, თბი­ლი­სი 2011 გვ: 225.
7. დე­ვი დუმ­ბა­ძე „ლე­ვი­ა­თა­ნი­სა და ბე­ჰე­მო­თის შო­რის: „მსოფ­ლიო სუ­ვე­რე­ნის შეშ­ლი­ლო­ბა“. Filosofi in global change. Tbilisi 2011. გვ:355
Advertisements
This entry was posted in Iran. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s